სამშობლოს სიყვარულის მაგალითი უკრაინისგან | რუსეთ-უკრაინის ომის 11 დღე

გამოქვეყნდა:

ომის მე-11 დღეც მიიწურა. ამ დროის განმავლობაში, უკრაინამ მთელ მსოფლიოს უჩვენა სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულის მაგალითი. მე-11 დღეა უკრაინელი ხალხი პუტინის ურდოს რუსული ხომალდის გზაზე უშვებს და გმირულად იგერიებს წარმოუდგენელი მასშტაბის ბოროტებას.

"გეროიამ სლავა" - ამ სიტყვების მნიშვნელობა ამ 11 დღის განმავლობაში მთელმა მსოფლიომ გაისიგრძეგანა და ახლა ყველამ კარგად ვიცით, ვინ არიან ის გმირები, ვისაც უკრაინელები ადიდებენ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ტანკებს შიშველი ხელებით აჩერებენ და კბილებამდე შეიარღებულ ოკუპანტებს თავბედს აწყევლინებენ. 

მოკლე და გამარჯვების მომტანი ომი პუტინს არ გამოუვიდა, გრძელვადიანი ომისთვის მისი შეშინებული ჯარისკაცები და ჟანგიანი ტექნიკა მზად არ აღმოჩნდა, და ახლა ისღა დარჩენია ბირთვული პროვოკაციებით მთელი მსოლფიო მძევლად აიყვანოს, და უკრანელი ხალხის შეშინება საცოხვრებელი კორპუსების დაბომბვით სცადოს. რასაც ბოილო დღეებია, უკრაინაში ვხედავთ კიდეც.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი