ადამიანები ბომბების ქვეშ | პუტინის აგრესიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეები

გამოქვეყნდა:

პუტინის ბლიც კრიგი ჩავარდა - სწრაფი და გამარჯვების მომტანი ომი რუსეთის პრეზიდენტს არათუ არ გამოუვიდა, არამედ პირიქით. ვითომ ძლევამოსილი რუსული არმია ახლა ტალახშია ჩაფლული, დაღუპული რუსი ჯარისკაცების ცხედრებს სარდლობა მალავს. რუსულენოვან ქალაქებშიც კი მოსახლეობა უკრაინული დროშებით ხელში ტანკებს წინ უდგება და ოკუპანტებს მოუწოდებენ, რუსული ხომალდის გზას გაუდგნენ.

ბოროტების იმპერიამ ბოლო დღეებია ტაქტიკა შეცვალა - რუსული არმია მწარე იმედგაცრუების შემდეგ უკვე საცხოვრებელი უბნებისა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვაზე გადავიდა. პუტინი ასე ცდილობს მოსახლეობის დაშინებასა და მათი სულისკვეთების გატეხვას. თუ ეს არ გამოვიდა - გაჟლიტოს მაინც.

კრემლის პოლიტიკურ ტერორიზმს ყოველდღიურად ეწირებიან უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ბავშვები. იარაღით თუ უიარაღოდ - ახლა ყველა უკრაინელი თავის სამშობლოსა და თავისუფლებას იცავს. იცავს იმ პატარების მომავალს, რომელებიც რუსულ ბომბებს ახლა ბნელ სარდაფებში ემალებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი