"როგორ მოხდა, გენაცვალე, რომ რუსეთის მიერ თქვენს მოძმე ერთან, უკრაინასთან ომის დაწყების ფონზე, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის დაწყება გადაწყვიტეთ?!", - ასე მიმართავს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ქართველებს.
გამარჯობა, გენაცვალე. ჩემს ქართველ პარლამენტარ კოლეგებს ყოველთვის ასე მივმართავდი. როგორ მოხდა, გენაცვალე, რომ რუსეთის მიერ თქვენს მოძმე ერთან, უკრაინასთან ომის დაწყების ფონზე, იმ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობის დაწყება გადაწყვიტეთ, რომელიც, როგორც თქვენ, ასევე ჩვენ დაგვესხა თავს.
რუსეთის მიერ ქართულ პროდუქციაზე სანქციების შემსუბუქება, მადლობის ნიშანი არ არის იმისთვის, რომ ოფიციალური თბილისი უკრაინას მხარს ბოლომდე არ უჭერს. 15 უდიდესი რძის მწარმოებელი კომპანიისთვის შეზღუდვების მოხსნა ჩვენს ათასწლოვან მეგობრობას, ჩვენს მრავალწლიან ბრძოლას ზიანს აყენებს.
ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი მხარს უკრაინას უჭერს და არა თქვენს ბუნდოვან შეთანხმებას. ნუთუ დაგავიწყდათ დიდი შოთა რუსთაველის სიტყვა, რომ მტრებს შორის ყველაზე დიდი მტერი ის არის, ვინც თავს მეგობრად გაჩვენებს.
ყველამ ზუსტად ვიცით, საქართველო მხოლოდ მთავრობა არ არის, ეს თავად ამაყი, უშიშარი და კაცთმოყვარე ქართველი ერია, რომელიც არასოდეს გაჩუმდება, როდესაც მისი ძმა გასაჭირშია.
თქვენც არ უნდა გაჩუმდეთ ძვირფასო პარლამენტარებო, რადგან თქვენც ქართველი ერის ნაწილი ხართ!, - აცხადებს სტეფანჩუკი.