"ოცნების" განცხადებები და კავშირი რუსეთთან | დასავლეთის მწვავე გამოხმაურებები

გამოქვეყნდა:

სიჩუმე ამ ომში ნამდვილად დანაშაულია, განზე გადგომა და თავის მოკატუნება, რომ თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება, თანამონაწილეობა იმ ბოროტებაში, რაც ახლა უკრაინის ტერიტორიაზე ხდება.

გეოგრაფიულად ყველაზე ახლო მეგობრისთვის ზურგში ჩარტყმული დანა კი კონტინენტურ ევროპაზეც ბევრს აფიქრებინებს, რეალურად ვის თამაშს თამაშობს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება? არადა "ქართული ოცნებისგან" ომის დაწყებას ან უშუალო საბრძოლო მოქმდებებში ჩართვას არც არავენ ელის და არც ითოხვს, მეტიც ევროპა თავად არ აკეთებს ამას, და უკრაინას მხოლოდ შეიაიაღებით, ჰუმანიტარული ტვირთით, ფულით და რუსეთისთვის საქნციების დაწესებით ეხმარება.

სანქციების დაწესების ნაცვლად კი პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ აგერ რძისა და ყველისთვის უკვე გახსნა რუსული ბაზარი და ახლა პირდაპირ ავიამიმოსვლასაც დაიწყებს. ამის შემდეგ ცხადია მთელს მსოფლიოს გაუჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ უნდა დაგვიდგნენ გვერდით ჩვენი ტერიუტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, თუკი ჩვენი ხელისუფლება არათუ მოკავშირეებს არ ეხმარება, პირიქით - მტრებს ეხუტება და ჩვენს ქვეყანასაც უომრად აბარებს კრემლის მბრძანებელს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი