"უკრაინა დღეს ისეთი ერთიანია, როგორც არასოდეს... 10 ათასზე მეტ ჯარისკაცს, უკან, სამშობლოში ტომრებით გავაგზავნით" | დენისენკო

გამოქვეყნდა:

"უკრაინა დღეს ისეთი ერთიანია, როგორც არასოდეს... 10 ათასზე მეტ ჯარისკაცს, უკან, სამშობლოში ტომრებით გავაგზავნით", - ამის შესახებ "მთავარ არხთან" უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო საუბრობს.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ მტერი არცერთ დიდ ქალაქს არ აკონტოლებს. გარკვეულ ქალაქებში დგანან, თუმცა ჩვენი არმია შესაბამისად იგერიებს და ხშირ შემთხვევაში შეტევაზეც გადადიან. რა თქმა უნდა, მძიმე ვითარებაა კიევის შემოგარენში, სადაც რუსული არმიის საკმაოდ დიდი ნაწილი დგას.

რუსები მასიურად უტევენ დასახლებულ პუნქტებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და ადმინისტრაციულ შენობებს. დღეს საშინელება მოხდა - რუსებმა ჰუმანიტარული დერეფნის შეთანხმება დაარღვიეს და ცეცხლი გახსნეს, რასაც 2 მცირეწლოვანი და ერთი ქალი ემსხვერპლა.

ყველას კარგად გვესმის, რომ მტრის მიზანი კიევისა და სამთავრობო კვარტლის აღებაა. ძალა გვაქვს, ერთიანები ვართ და გავიმარჯვებთ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ხარკოვში, მარიუპლსა და ხერსონში. მტერი დღეს მხოლოდ ქალაქ ხერსონს აკონტროლებს, თუმცა იქ მოსახლეობის უდიდესი პროტესტია, რასაც მტერი ვერასოდეს გადალახავს და მალე ქალაქის დატოვება მოუწევს. უკრაინა დღეს ისეთი ერთიანია, როგორც არასოდეს. 

რუსებს ეგონათ, რომ უკრაინის დანარჩენ ნაწილშიც ისეთი ვითარება იყო, როგორც 2014 წელს ყირიმში და ქალაქების ადმინისტრაცია ფეხქვეშ დაეგებოდა. თუცა მსგავსი არაფერი მომხდარა და არც მოხდება. დღეს დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ 10 ათასზე მეტ ჯარისკაცს უკან სამშობლოში ტომრებით გავაგზავნით.

მთავარი ბრძოლა, რა თქმა უნდა, კიევისთვის გაიმართება. ეს შეიძლება უახლოეს საათებში ან დღეებში დაიწყოს. ამ ბრძოლაზე იქნება დამოკიდებული როგორც უკრაინის ბედი, ასევე რუსეთის. თუ მოვახერხებთ და რუსულ არმიას გავანადგურებთ, წინ წავალთ და ხელს ვერაფერი შეგვიშლის.

იმედი მაქვს, რუსული იმპერიული შეხედულებები საბოლოოდ დაინგრევა და მოიშლიან იმ ტერიტორიებზე ფიქრს, რომელიც ერთ დროს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. უკრაინაში რუსეთის დამარცხება ნიშნავს, რომ გაიზრდება ევროპის საზღვარი და მისი ღირებულებების გავრცელების არეალი.

უკრაინა გახდება გამწევი ძალა ყველა ევროპული, ნატოსა და დასავლური ღირებულებების მატარებელი ქვეყნისთვის. მათ შორის საქართველოსთვის. უკრაინა გახდება ლოკომოტივი და საქართველოსაც თან გაიყოლებს, - ამბობს მთავარ არხთან საუბრისას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი