რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 360-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - გაერო

გამოქვეყნდა:

გაეროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანაში 360-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის (OHCHR) განცხადებაში წერია, რომ ამ მონაცემებით, უკრაინაში 1 123 მოქალაქე დაიჭრა, მათ შორის 364 გარდაიცვალა, 759 კი დაშავდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეალური მაჩვენებელი სავარაუდოდ, უფრო მაღალია.

მონაცემები შეგროვებულია, 24 თებერვლიდან, (უკრაინის დროით დილის 4 საათი) როცა რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა განახორციელა, 5 მარტამდე. 

გაეროს მონაცემების თანახმად, მოკლულთა შორის, 74 კაცია, 42 ქალი, 8 ბიჭი და 4 გოგო, ასევე 13 ბავშვი და 223 ზრდასრული, რომელთა სქესი უცნობია. რაც შეეხება დაშავებულებს, მათგან 67 კაცია, 48 ქალი, 11 გოგო და 2 ბიჭი, ასევე 28 ბავშვი და 603 მოზრდილი.

გაერო ასევე წერს, მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა დაბომბვებს ემსხვერპლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი