უკრაინის პროკურატურა თინა კანდელაკს საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადებს. ამის შესახებ ქვეყნის გენ. პროკურორმა Facebook-ზე დაწერა და პუტინის პროპაგანდისტ კანდელაკს მიმართა.
"ეს რა არის თინათინ? თქვენ არწმუნებთ თქვენს მკითხველს, რომ იანუკოვიჩი უნდა დაბრუნდეს, და ეს ნორმალურია ? მისი დაბრუნება კარგად უნდა აღიქმებოდეს?
თინათინ, თქვენ მკითხველებს სთხოვთ, არ ენდონ სხვა ინფორმაციას, გარდა იმისა, რაც რუსული ტელევიზიის ეკრანებიდან ისმის. დარწმუნებული ვარ, კარგად იცით, რომ თქვენი მოწოდება დანაშაულია.რუსეთის ფედერაციაში ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია შეგნებულად კვებავს მოქალაქეებს იაფფასიანი სიყალბეებით. თქვენ კი, თინათინ, დგახართ ამ საინფორმაციო სასადილოში და არიგებთ დამპალ დესერტებს.
გენერალური პროკურორის რანგში, გაცნობებთ, რომ თქვენი პროცედურული სტატუსი უკრაინაში არის „დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის სტატუსი“.
უახლოეს დღეებში უკრაინის პროკურატურა დაიწყებს თქვენი საერთაშორისო ძებნილ პირთა სიაში შეყვანის პროცესს. უკვე დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ერთადერთი, რაც მინდა გირჩიოთ, არის ის, რომ კარგი ადვოკატები იპოვოთ და არ მიმართოთ იურიდიული დახმარების სათხოვნელად მათ, ვინც ცრუ და მავნე ინფორმაციის გავრცელებას გავალდებულებთ. ისინი სიმართლეს არ გეტყვიან, სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ სამართალდამცველები ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვრის კვეთის დროს, უკრაინაში ექსტრადიციის მიზნით დაგაკავებთ", - ასე მიმართა ირინა ვენერიქტოვამ თინა კანდელაკს.
მანამდე კი თინა კანდელაკმა Facebook-ზე დაწერა: „უკრაინის სახელმწიფოებრიობა ძალიან სწრაფად აღდგება მას შემდეგ, რაც ზელენსკი და უკრაინის რადას ოდიოზური დეპუტატები, იგივე უკრაინელი პოლიტიკოსები, რომლებიც 8 წელია უკრაინის სამოქალაქო სამყაროსთან დაახლოებას ვერ ახერხებენ, ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ. ვფიქრობ, იანუკოვიჩი უკრაინაში დაბრუნდება".