
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბრიტანეთისა და იტალიის პრემიერმინისტრებს ტელეფონით ესაუბრა.
როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა სატელეფონო საუბრისას დაგმო ბირთვული ტერორი და რუსეთის ომის დანაშაულებები. ასევე ორი ქვეყნის ლიდერმა განიხილა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი გაძლიერების საკითხი. ამასთან, ისინი შეთანხმდნენ მომავალ ერთობლივ ნაბიჯებზე.
რაც შეეხება იტალიის პრემიერთან საუბარს, ზელენსკის თქმით, მარიო დრაგისთან უკრაინის მხარდაჭერასა და ევროკავშირში ქვეყნის განაცხადის განხილვის შესახებ ისაუბრა.