მივმართავთ საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ გლობალურად გამოცხადებულ სანქციებს, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ემინე ჯაფაროვა საუბრობს.
მისივე თქმით, "საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ უკრაინა დამოუკიდებლობისთვის იბრძვის".
სამწუხაროდ, უკრაინაში საჰაერო თავდასხმებს ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა. ამ წუთას 2 ათასი ადამიანია, რომელსაც უნდა, რომ ლეგიონს შეუერთდეს. ყველას კარგად ესმის, რომ რუსეთი იყენებს ჰიბრიდული ომის საშუალებებს... იმედი გვაქვს რომ ეს საერთაშორისო ლეგიონი მთელ რეგიონს დაეხმარება და არამხოლოდ უკრაინას. ჩემი ინფორმაციით, ამ ლეგიონში ქართველებიც არიან, ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით ახლა სამწუხაროდ, - ამბობს ემინე ჯაფაროვა.