პოლიტიკოსად ქცეული კომიკოსი | ვოლოდიმირ ზელენსკი, პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინელებს გადარჩენის შანსი მისცა

გამოქვეყნდა:

ჩვენ დიდი ხანია შევეგუეთ რეალობას, როცა პოლიტიკა ცირკის სცენად იქცა, პოლიტიკოსები კი მასხარებად და კომიკურ პერსონაჟებად გადაიქცნენ. და აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ საქართველოს. ზელენსკი კი ის გამონაკლისი აღმოჩნდა, როცა კომიკოსი პოლიტიკოსად იქცა და თანაც - დიდ პოლიტიკოსად.

როცა მსახიობმა იუმორისტული არხიდან "კვარტალი 95" პრეზიდენტობაზე კენჭის ყრა გადაწყვიტა, ის ლამის მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ დააიგნორა. როცა ზელენსკიმ მოქმედი პრეზიდენტი დამაჯერებელი უპირატესობით დაამარცხა, ამაზე უკრაინაშიც და სხვა ქვეყნებშიც ბევრი იცინეს, როცა ახალგზარდა პრეზიდენტი მართლაც ქვეყნის შენებას შეუდგა, მას ბრძოლა გამოუცხადეს და თან ვინ - მსოფლიოს ბირთვულმა ქვეყანამ მილიონიანი არმიით, რომელსაც ბრძანებებს თავზე ხელ აღებული ავანტიურისტი აძლევს.

პირადად ზელენსკი უკვე გამარჯვებულია ამ ომში - კომისკოსმა მხიარულთა და საზრიანთა კლუბიდან მოახერხა და უკრაინელ ხალხს გადარჩენის შანსი მისცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი