"მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ გაემიჯნოს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას..." | უკრაინის საგარეოს განცხადება

გამოქვეყნდა:

მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ გაემიჯნოს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის ხელმძღვანელობაც უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადის და საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია საუბარი. 

"უკრაინაში ყურადღება გაამახვილეს ინფორმაციაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთვის სავაჭრო სანქციების ნაწილის გაუქმებას ეხება. 

მივიჩნევთ, რომ რუსეთის ფედერაციამ მსგავსი გადაწყვეტილება იმ პირობებში მიიღო, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მზად არ არის, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ ახალ სანქციებს.

მაშინ როდესაც რუსეთის შეარაღებული ძალები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე სარაკეტო დაბომბვას ახორციელებენ და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვებს, აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება. 

მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ გაემიჯნოს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის ხელმძღვანელობაც უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადის და საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

რუსულ კომპანიებთან ბიზნესის კეთება, რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი ომის გასაგრძელებლად დამატებით რესურსებს აძლევს. ნებისმიერი ფინანსური სარგებელი კი მოკლული უკრაინელი მოქალაქეების სისხლითა გაჟღენთილი.

2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამო, ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, კარგად იცის ომის საშინელების შესახებ, რომლის გავლაც უკრაინელებს ახლა უწევთ. 

სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაფერი დაავიწყდა და ახლა ცდილობს, რომ მომენტი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი