
კიევის დასავლეთით მდებარე რაიონში, ირპენში, 8 მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუაციის დროს დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ირპენის მერი, ოლექსანდრე მარკუშინი ავრცელებს. მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ევაკუაციის დროს ხიდზე ცეცხლი გახსნეს.
"ოჯახი დაიღუპა. ჩემს თვალწინ ორი პატარა ბავშვი და ორი მოზარდი დაიღუპა",-თქვა მან.
გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც შემთხვევის ადგილზეა გადაღებული, ჩანს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები საგუშაგოზე მოძრაობდნენ, სანამ ადგილზე აფეთქება მოხდებოდა.
როგორც მარკუშინი ამბობს, ირპენიდან ევაკუაციის პროცესი ხვალიდან განახლდება.