
"ჩვენ არ გაპატიებთ დაცხრილულ სახლებს, რაკეტას, რომელიც დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა ოხმადიდოს თავზე ააფეთქეს და კიდევ 500-ზე მეტ მსგავს რაკეტას, რომელიც ჩვენს მიწაზეა ჩამოგდებული. ესროლეთ ჩვენს მოქალაქეებს და ბავშვებს. არ გაპატიებთ მშვიდობიანი, შეუიარაღებელი მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლის გახსნას. ჩვენი ინფრასტრუქტურის აოხრებას... არ გაპატიებთ ასობით გარდაცვლილს, ათასობით ტანჯვას. ამას არც ღმერთი გაპატიებთ არც დღეს, არც ხვალ და არც არასდროს! პატიების მაგივრად კი განკითხვის დღე გელოდებათ! ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ!"
- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.