
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ჩუგუევი რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ბრძოლისას უკრაინელებმა ორი რუსი ვიცე-პოლკოვნიკი, დენის გლებოვი და დმიტრი საფრონოვი მოკლეს.