რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი სამხედრო ძალის 95% აამოქმედა - პენტაგონი

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი სამხედრო ძალის 95% აამოქმედა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტი ჯარების სერიოზული წინსვლა არ შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ 64-კილომეტრიანი კოლონა, რომელიც კიევს უახლოვდებოდა, კვლავ გაჩერებულია. არსებობს ვარაუდი, რომ კოლონა ტალახში ჩაეფლო და საწვავი გაუთავდა.

პენტაგონის ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 600 რაკეტა გამოიყენა.

BBC-ის ცნობით, შტატების თავდაცვის დეპარტამენტში ბრიფინგი იმ პირობით გაიმართა, რომ პენტაგონის წარმომადგენლის ვინაობა დასახელებული არ იქნებოდა. გამოცემა წერს, რომ ამ სახის ბრიფინგები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რეგულარულად ტარდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი