უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა ხარკოვში რუსების მიერ საცხოვრებლების დაბომბვის გამო.
სააგენტოს ცნობით, სრულად ან ნაწილობრივ დაბომბილია კორპუსები, ადმინისტრაციული შენობები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, საერთო საცხოვრებლები.
მასშტაბური ხანძარი იყო ქალაქის ცენტრში 21 კორპუსში.
ხანძრის დროს მაშველებმა 200-მდე ადამიანის გადარჩენა და ევაკუაცია მოახერხეს.
ხელისუფლება კვლავ აგროვებს ინფორმაციას შესაძლო მსხვერპლის შესახებ.