"საქართველო იშვიათი თავისუფლების კუნძულია" - დავითაშვილის თქმით, ქვეყანაში რუსეთის 20-25 000 მოქალაქე შემოვიდა 

გამოქვეყნდა:

"საუბარი რომ დიდი რაოდენობით ადამიანები საქართველოში ჩამოდიან და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის" - ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი საქართველოში რუსების ჩამოსვლაზე. მისი თქმით, დაახლოებით ქვეყანაში რუსეთის 20-25 000 მოქალაქე შემოვიდა.

"რიცხვები არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ შს მინისტრს ექნება უფრო დეტალური ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოებას გააცნობს, ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ, მათ შორის კოლეგებთან მთავრობის სხდომაზეც, ეს სტატისტიკა საინტერესო იყო ყველა ჩვენგანისთვის [...] რიცხვები თუ არ ვცდები არის დაახლოებით 20-25 000 ადამიანი, ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც იყო 2020 წელს", - თქვა დავითაშვილმა. 

მისი განცხადებით, ამ თემაზე საზოგადოებას ინფორმაციას ცალკე შს სამინისტრო და ცალკე მინისტრი მიაწვდის.

რაც შეეხება რუსებისთვის ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას, მინისტრი ამბობს, რომ ყველა მაკონტროლებელი ორგანო "ფხიზლად უყურებს", რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები და მათი ბიზნესები.

"საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც არის ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან ალბათ საინტერესო იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ ან საქმის კეთება, რისთვისაც საქართველო გახსნილია, ეს იყო ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ათწლეულები და არა ერთეული წლები", - თქვა დავითაშვილმა. 

ბოლო დღეებში რუსები და ბელარუსები საქართველოში აქტიურად ჩამოდიან, მათ აქ უძრავი ქონების შეძენა და ბიზნესის დაწყება სურთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი