
საერთაშორისო საზოგადოებამ დაძლიოს შიში და უფრო გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს. თუ არ გინდათ რომ რუსეთმა საერთაშირისო ნორმები დაარღვიოს, მაშინ მას საქონელიც არ უნდა მიაწოდოთ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ მიმართვაში, სადაც რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.
ზელენსკის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ
"ძვირფასო უკრაინელებო, უკვე მე-12-ე დღეა რუსული აგრესიისგან თავს ვიცავთ. ომი და მკვლელობა ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა, თუმცა ომი ჩვენამდე მაინც მოიტანეს. იძულებულები ვართ ავიტანოთ და გადავლახოთ ის რაც ევროპის არცერთ ქვეყანას 75 წელია არ გადაუტანია. დღეს უკრაინაში ევროპის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების საკითხიც წყდება. ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ჩვენ პარტნიორებს და მეგობრებს აქტიურად ვესაუბრები. თუ რუსეთი არ შეწყვეტს ჩვენს ქვეყანაში ომს და უარს არ იტყვის ჯარის გაყვანაზე, დასავლეთი ვალდებული იქნება კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დააწესოს, სრული ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ რუსულ პროდუქციას, განსაკუთრებით ნავთობპროდუქტებს. ამას შეგიძლია დაარქვათ ემბარგო, ან უბრალოდ მორალი.
საერთაშორისო საზოგადოებამ დაძლიოს შიში და უფრო გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს. თუ არ გინდათ რომ რუსეთმა საერთაშირისო ნორმები დაარღვიოს, მაშინ მას საქონელიც არ უნდა მიაწოდოთ. მსოფლიომ დღეს რუსეთისგან ფინანსური მოგებაზე და სარგებელზე ფიქრი უნდა შეწყვიტოს. წინ უნდა აღუდგეთ ბოროტ ძალას რომელსაც კაცობრიობის განადგურება სურს.
უკრაინული არმიის ძალა, უკრაინელი ერის ერთიანობა და საერთაშორისო სანქციები, ეს არის გზა მშვიდობისკენ. გვიან ღამით ოკუპანტებმა მიკოლაევისა და ხარკოვის დასახლებული პუნქტები დაბომბეს. მძინარე ადამიანების დაბომბვა, ტერორი. უკრაინულმა ძალებმა იციან როგორ დაამარცხონ მტერი და ეს გარდაუვალია. მტერი გატეხილი და დემორალიზებულია. ისინი ჩვენს მიწაზე მოვიდნენ და ეძებენ იმას, რაც აქ არასოდეს ყოფილა.
ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს გაუჭირდება აოხრებული და დანგრეული სახლების ყურება. დამწვარი და დალეწილი მანქანები. რუსეთი ადამიანების მიმართ, ბომბებს, გრადებს, რაკეტებს იყენებს. ეს ხდება უკრაინაში, ქვეყანაში, რომელიც ყოველთვის მშვიდობის მომხრე იყო. კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს რომ უკრაინის ცა ჩაკეტოთ. ხარკოვიში და მიკოლაევში მცხოვრები ადამიანები, ჰამბურგში მცხოვრები ადამიანებისგან რითი განსხვავდებიან. ველოდებით რომ ჩვენი ცა უსაფრთხო გახდება, ან დაგვეხმარებით რეაქტიული თვითმფრინავებით, რომლითაც ჩვენს ჯარს კიდევ უფრო გააძლიერებს.
ამ დახმარებით მსოფლიო არა უკრაინას, არამედ თავის თავს დაეხმარება. უკვე ვმუშაობთ ქვეყნის აღდგენისა და გაძლიერების პროგრამაზე. უკვე შევქმენით სპეციალური პაკეტი, რომელიც ბიზნეს და დასაქმებულ ადამიანებს დაეხმარება. ამასთან შემსუბუქდება, გაუქმდება და შეიცვალა საგადასახადო სისტემაც. ჩვენი მიზანია რომ უკრაინა მალე აღდგეს და ეს მიმართული იქნება ადამიანების კეთილდღეობისაკენ. უკრაინელებო ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და ამასთან ბევრი არჩევანი გვაქვს ჩვენი მომავლისთვის, თავისუფლებით. ჩვენ ვიცავთ უკრაინის დროშას, რადგან ეს ჩვენი სიწმინდეა. ამ დროშის ქვეშ გავიმარჯვეთ ოლიმპიადაზე, ჩვენი დროშა გავაგზავნეთ კოსმოსში და ანტარქტიდაზე ავაფრიალეთ. ჩვენი დროშის ქვეშ ჩვენი სამხედროები, მეხანძრეები, სამშვიდობოები და ექიმები, ვეხმარებოდით თურქეთს, საბერძნეთს, ისრაელს, საქართველოს, ავღანეთს, ჩერნოგორიას, ინდოეთს, იტალიას, კონგოსა და ბევრ სხვა ქვეყანას. ერთდერთი რაც ჩვენი დროშის ქვეშ არასოდეს გაგვიკეთებია - არასოდეს დავსხმივართ თავს სხვა ქვეყანას, მათ მიწები არ მიგვითვისებია და ადამიანები არ მოგვიკლავს. უკრაინელები და ტერორისტები -ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებიან. აქედან გამომდინარე, ჩვენს დროშას არ ეტყობა სისხლის კვალი. არ არის შავი ლაქები და არც არასდროს იქნება, არც სვასტიკები. უკრაინის დროშა არის მიწა. მშვიდობიანი, ნაყოფიერი, ოქროსფერი და ტანკების გარეშე. ეს ცა არის მშვიდობიანი, ნათელი, ლურჯი და რაკეტების გარეშე. ასეც იყო და ასეც იქნება" ამბობს ზელენსკი