ვმუშაობთ რუსული ენერგიის ალტერნატივების შემუშავებაზე, მაგრამ ეს არ ხდება ერთ ღამეში - შოლცი

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა ევროკავშირი რუსული ენერგიის ალტერნატივაზე მუშაობს, თუმცა ეს ერთ ღამეში არ ხდება და ამიტომაა მიღებული შეგნებული გადაწყვეტილება ენერგომომარაგების სფეროში, გაგრძელდეს კომერციული საწარმოების საქმიანობა რუსეთთან 

„რამდენიმე თვეა, ფედერალური მთავრობა მუშაობს პარტნიორებთან ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ რუსული ენერგიის ალტერნატივების შემუშავებაზე. მაგრამ ეს არ ხდება ერთ ღამეში. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ შეგნებული გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ კომერციული საწარმოების საქმიანობა რუსეთთან ენერგომომარაგების სფეროში“. ამბობს ოლაფ შოლცი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა დღეს ევროპას სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ და რუსული ნავთობპროდუქტების ემბარგოსკენ მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი