აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს შორის ვიდეო ზარი გაიმართა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
"პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს უსაფრთხო ვიდეო ზარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონთან.
ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება, გააგრძელონ რუსეთისთვის მაღალი ფასის დაკისრება უკრაინაში მისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრისთვის. ლიდერებმა ასევე ხაზი გაუსვეს მათ ვალდებულებას, გააგრძელონ უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის.
გარდა ამისა, განიხილულ იქნა ლიდერთა ბოლოდროინდელი ურთიერთობები უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან", - ნათქვამია განცხადებაში.