ვოლოდიმირ ზელენსკი რონალდ რეიგანის თავისუფლების მედლით დაჯილდოვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რონალდ რეიგანის თავისუფლების მედლით დაჯილდოვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობილია, რომ ზელენსკის ჯილდო უკრაინის სახელმწიფოს მეთაურობისთვის, ასევე, უკრაინელი ხალხის გაერთიანებისა და მათთვის და მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის მოტივაციის მიცემისთვის გადაეცა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, რომ უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობის გამო ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში არ იმყოფება, ამიტომ რეიგანის ფონდის ხელმძღვანელმა, ფედერიკ რაიანმა ჯილდო აშშ-ში უკრაინის ელჩს, ოქსანა მაკაროვას გადასცა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი