
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან, უკრაინელებმა ტყვედ 2 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი აიყვანეს.
"ტყვედ ვარდებიან ის რუსი ჯარისკაცები, რომლებიც თავისმა მეთაურებმა მოატყუეს და არაფერი უთხრეს იმის შესახებ, რომ უკრაინაში საომრად მიდიოდნენ. რუსი ჯარისკაცები დემოტივირებულები იყვნენ, ისინი მოატყუეს აიყვანეს ღამით, 24 რიცხვში და უთხრეს, რომ მიდიან სწავლებაზე, შემდეგ კი მთავარმა მანქანებმა გადაკვეთეს საზღვარი, ძირითადად ისინი ბეტეერებითა და მანქანებით მიდიოდნენ, ისე, რომ ვერც კი იაზრებდნენ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ", - თქვა გერაშენკომ.