"სანამ ცოცხალი ვიქნები, დავიცავ ჩემს ქვეყანას სიტყვით, კალმით და ხმლით" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საუბრობს.
ვცხოვრობთ ძალიან მძიმე დროს - გვაქვს გლობალური ეკონომიკური გამოწვევები. საომარი კონფლიქტები და საკუთარი ქვეყნის დაცვის გარდაუვალი აუცილებლობა. პანდემია და მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის ბრძოლა...
მინდა მივმართო იმ ჯარისკაცების დედებს, დებს, ცოლებს, რომლებიც სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ჩვენს სამშობლოს იცავენ. მესმის, როგორ ნერვიულობთ თქვენს საყვარელ და ახლო ადამიანებზე. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ მათით ისე, როგორც თქვენი ერთობით მთელი ქვეყანა ამაყობს.
ხაზს ვუსვამ, რომ სამხედრო ოპერაციებში არ მონაწილეობენ და არც მიიღებენ მონაწილეობას წვევამდელები და არ იქნება გამოძახებული არც დამატებითი რეზერვი. გაცემულ დავალებას ასრულებენ მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები. დარწმუნებული ვარ, ისინი საიმედოდ უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.
სანამ ცოცხალი ვიქნები, დავიცავ ჩემს ქვეყანას სიტყვით, კალმით და ხმლით, - აცხადებს პუტინი.