"თითოეული უკრაინელი, ვინც ოკუპანტების წინააღმდეგ პროტესტს გააგრძელებს, გმირია" - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"შეხედეთ დღეს ჩვენს ქალაქებს. ჩოპლინკა, მელიტოპოლი, ნოვატროიცკა, ხერსონი, სტარობილსკი... იქ ჯარი არ არის და ადამიანები თავს თავად იცავენ. მათი შეიარაღება მათივე სიბრძნეა. ასევე, ერთიანობა და სიტყვის ძალა, როდესაც გამოდიან და ამბობენ, რომ ეს ჩვენია და არ დავთმობთ!

თითოეული უკრაინელი, ვინც დღეს ან ხვალ ოკუპანტების წინააღმდეგ პროტესტს გააგრძელებს, გმირია. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად მოედნებზე, ვაპროტესტებთ და არ გვეშინია, როდესაც მტერი წინააღმდეგობის დროს ცეცხლს გვიხსნის და ჩვენს დაშლას ცდილობს. თქვენ არ ნებდებით და ეს ნიშნავს, რომ არც ჩვენ დავნებდებით"

- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი