რუსებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვები

გამოქვეყნდა:

გვიან ღამით რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სუმი და მის მიმდებარედ გარეუბანი დაბომბეს. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბაშვებიც არიან.

დმიტრო ჟივიცკიმ თქვა, რომ თავდასხმა ადგილობრივი დროით 23:00 საათზე დაიწყო. ამ დროის მონაცემებით დაღუპულია 10-ზე მეტი ადამიანი.

"ბავშვებს კლავენ, ჩვენ ამას არასდროს ვაპატიებთ" - წერს ის Facebook-ზე და თავდასხმის ვიდეოს ავრცელებს.

 რუსულმა ავიაციამ საცხოვრებელი სახლები ახტირკაში და სოფელ ბიტიცაშიც დაბომბა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი