"2014 წელს მსხვერპლი პირადად გავიღე" - იანუკოვიჩის "რჩევა" ზელენსკის 

გამოქვეყნდა:

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა პრეზიდენტ ზელენსკის წერილით მიმართა. ის წერს, რომ მან თავის დროზე დათმო პოზიციები, იმისთვის, რომ სისხლისღვრა არ მომხდარიყო და ახლა დროა პრეზიდენტმაც იგივე გააკეთოს.

"პირველი დღიდან პირდებოდით უკრაინელებს რომ ომს დაასრულებდით, უკრაინელმა ხალხმაც მხარი დაგიჭირათ, თქვენ მშვიდობის მომტანი პრეზიდენტი უნდა გამხდარიყავით, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოხდა...

2014 წელს მაიდნის დასასრულებლად მსხვერპლი პირადად გავიღე"  -  წერს იანუკოვიჩი ზელენსკის.

იანუკოვიჩმა ქვეყანა 2014 წელს, მაიდნის მოვლებნების შემდეგ დატოვა და რუსეთში გაიქცა. ის პუტინისა და კრემლის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლება და ოკუპანტს სწორედ მისი ხელახლა გაპრეზიდენეტება სურს.

წერილი РИА Новости-მ გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი