უკრაინაში საავადმყოფოებსა და სასწრაფოს მანქანებზე თავდასხმები გაიზარდა, სამედიცინო მარაგი კი იწურება | ჯანმოს გაფრთხილება

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბოლო დღეებში, უკრაინის საავადმყოფოებზე, სასწრაფო დახმარების მანქანებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმები "სწრაფად" გაიზარდა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მარაგი იწურება.

წარსულმა კონფლიქტებმა დაგვანახა, რომ ასეთ დროს ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში არიან მოზარდი გოგონები, შშმ ქალები და ხანდაზმული ქალები. მათი ტანჯვის რისკები გაზრდილია სახლის გარეთ მყოფი ადამიანებისა და შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან, მათ შორის სექსუალური ძალადობის მხრივ,- თქვა ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ. 

გაეროში განაცხადეს, რომ მუშაობენ უკრაინაში სამედიცინო მარაგების სასწრაფოდ შესავსებად. მარაგებს შორისაა: ჟანგბადი, ინსულინი, პირადი დაცვის საშუალებები, ქირურგიული აღჭურვილობა და სისხლის მარაგი. 

გაეროში დღეს დაადასტურეს, რომ რუსული შემოჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა 16 თავდასხმის შედეგად ჯანდაცვის დაწესებულებებზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი