12 წლის ვიყავი, როცა ჩემი ქვეყნის დატოვება მომიწია...12 წლის ვერ ვიბრძოლებდი და ახლა, 42 წლის აუცილებლად ვიბრძოლებ - არახამია

გამოქვეყნდა:

უკრაინის მმართველი პარტიის, "ხალხის მსახურის" სპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე და მიმდინარე ომში, რუსეთთან ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი დავით არახამია, FOX NEWS-თან ინტერვიუში იხსენებს რატომ მოუწია საქართველოს დატოვება და პარალელებს ავლებს უკრაინაში რუსეთის დღევანდელ ქმედებებთან:

FOX NEWS-ის ჟურნალისტი: დავით, თქვენ აფხაზეთიდან ხართ. მითხარით, როგორი შეგრძნებაა რუსეთთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯდომა, როდესაც თქვენი ორივე სამშობლო რუსეთის მიერაა ოკუპირებული?

დავით არახამია: სიგიჟეა, 12 წლის ვიყავი, როცა ჩემი ქვეყნის დატოვება და გაქცევა მომიწია, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსი ჯარისკაცები შემოიჭრნენ ჩემს ქვეყანაში. აქ გადმოვედი, გავიზარდე, ავაშენე საკუთარი ბიზნესი, ოჯახი შევქმენი და შვილები უკრაინაში გამიჩნდა. უკრაინაში ძლიერი ვიყავი, და შემდეგ იგივე ხდება აქ, იგივე ხალხი. ჩემთვის ეს ძალიან პირადულია. 12 წლის ვერ ვიბრძოლებდი და ახლა - 42 წლის აუცილებლად ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ მათ შესაჩერებლად" ამბობს დავით არახამია.

დავით არახამია გაგრიდანაა. 90-იან წლე­ბში, აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ, მისი ოჯა­ხი გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ კი უკრაინაში, ქა­ლაქ ნი­კო­ლა­ე­ვო­ში გა­და­ვი­დნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი