
საერთაშორისო საზოგადოებასა და ხალხს მთელს მსოფლიოში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიმართავს. საუბრობს ომზე, რომელიც 2 კვირის წინ რუსეთმა უკრაინაში, ევროპის გულში დაიწყო - ორი კვირის წინ სამყარო შეიცვალა. ყველაფერი შეიცვალა, თუმცა ამას ჯერ ყველა ვერ აცნობიერებს - ამბობს ოლექსი რეზნიკოვი.
მისი თქმით, კრემლს არ აინტერესებს არავითარი კომუნიკაცია, დიალოგი, გაერო, ევროპის საბჭო, ან სხვა რომელიმე ინსტიტუტი - რუსი ჯარისკაცები იქცევიან როგორც ტერორისტები და მშიშრები - ამბობს რეზნიკოვი.
"11 დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს 200-ზე მეტი უკრაინული სკოლა, 34 საავადმყოფო, 1500-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი. უკვე დაფიქსირდა, რომ რუსმა სამხედროებმა 38 უკრაინელი ბავშვი მოკლეს, 70-ზე მეტი დაიჭრა. მთლიანობაში დადასტურებულია 400-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის და 800-ზე მეტი დაჭრილის შესახებ მონაცემები. ეს მონაცემები ნამდვილად არასრულია. მტერმა ხომ ნამდვილი გენოციდი მოაწყო უკრაინის წინააღმდეგ. მხოლოდ მარიუპოლში მძევლად აიყვანეს 400 000 უკრაინელი. ისინი გამუდმებით იბომბებიან თვითმფრინავებით, რეაქტიული არტილერიით და რაკეტებით.
რუსი დამპყრობლები ისვრიან ჰუმანიტარულ დერეფნებზე, რომლებითაც მშვიდობიანი მოქალაქეები გაქცევას ცდილობენ.ისინი კლავენ მათ, ვინც ცდილობს გადაარჩინოს ტერორისტული მძევლები ტრავმისგან ან შიმშილისგან. ეს არის ომის დანაშაულები. ეს უკრაინისთვის საშინელი მწუხარებაა. და მაინც, შეგახსენებთ, რომ რუსი ჯარისკაცები კლავენ ევროპული ქვეყნის მოსახლეობას.
სად არის თქვენი ღირებულებები და იდეალები? სად არის საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა, რომელიც მილიარდობით დოლარი ღირს? სად არიან გაერო, საერთაშორისო წითელი ჯვარი, ეუთო?
დაიმალნენ.თქვენს ყურადღებას ვაქცევ, რომ უკრაინის სხვა ქვეყნებიდან 10 000-მდე სტუდენტი დღეს პუტინის ტერორისტების სამიზნეა. მათგან 2000-ზე მეტი რუსმა ჯარისკაცებმა უკვე მძევლად აიყვანეს. ბევრი მათგანი ინდოეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაა.
ახალგაზრდები რჩებიან რუსი სამხედროების მიერ ბლოკირებულ ქალაქებში - სუმიში, ხერსონში, მარიუპოლში. რუსეთი ბომბავს ამ ქალაქებს. ისინი რეალურად ებრძვიან მთელ მსოფლიოს. მათაც კი, ვინც ცდილობს ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას. ეს არ იმუშავებს. ბოროტება არ მოქმედებს შერჩევით.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა იყო და არის 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენ ყოველთვის მშვიდად ვცხოვრობდით. ჩვენ გვაქვს ბევრი შერეული ქორწინება, რომელშიც ლამაზი ბავშვები დაიბადნენ. და ამ ბავშვებს ახლა ოკუპანტები კლავენ." ამბობს რეზნიკოვი.
თავდაცვის მინისტრი საოკუპაციო ჯარის დანაკარგებზეც საუბრობს და ამბობს, რომ 11 დღეში უკრაინამ დაამსხვრია მითი რუსეთის სამხედრო ძლიერების შესახებ:
"11 დღის განმავლობაში უკრაინელმა მეომრებმა 11 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. ეს უფრო მეტია, ვიდრე ჩეჩნეთის ორი ომის დროს, რომელიც 6 წელი გაგრძელდა.
კიდევ რამდენიმე დღე და რუსეთის მიერ დაღუპულთა და დაჭრილთა დანაკარგი ავღანეთში 10 წლის ომის დანაკარგებს აღემატება.
ჩვენ უკვე გავანადგურეთ 300 ტანკი და ათასი ჯავშანმანქანა. 40-ზე მეტი თვითმფრინავი და თითქმის 70 ვერტმფრენი. რუსეთმა დაკარგა ასობით ელიტარული მედესანტე და სპეცრაზმის წევრი." ამბობს რეზნიკოვი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ცის დახურვას და იარაღს ითხოვს, ისევე როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წევრები:
"დღეს ევროპას აქვს შანსი დაამარცხოს ტირანი, რომელიც ათწლეულების მანძილზე აშინებდა გარშემომყოფებს.
ეს მოითხოვს უკრაინის გამძლეობას.
რუსეთი ღია ბრძოლაში ვერ დაგვამარცხებს. ის ვერ შეგვაშინებს ჩვენი ქალაქების კრიმინალური დაბომბვით.
გამარჯვებისთვის გვჭირდება დახმარება - დახურული ცა და იარაღი..." ამბობს რეზნიკოვი.