რუსული ბომბდმშენებისა და ავიაიერიშების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა. ტრაგედია, რომელიც უკვე მე-13 დღეა, უკრაინაში ყოველი ფეხის ნაბიჯზეა, წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს.
ომის ქრონიკები სულ უფრო მძიმდება, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვილები ეწირებიან პუტინის განუსაზღვრელ სისასტიკეს. დაობლებული მოზარდები, რომლებმაც ადრეული ასაკიდან აღარ იციან, როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება და კიდევ უფრო მძიმე რელობა, როდესაც დედების თვალწინ პატარა შვილებს უკლავენ.
რუსეთის მიერ წარმოებულ ომს, 38 ბავშვის სიცოცხლე უკვე შეეწირა და ეს საუბედუროდ, დასასრული არ არის.