
რამდენიმე მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ გაერო თავის თანამშრომლებს სიტყვა "ომისა" და "შეჭრის" გამოყენებას უკრძალავს.
ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გამოეხმაურა და ორგანიზაციას ორგანიზაციას მოუწოდა უარყოს ეს ცნობები, თუ ის სიმართლეს არ შეესაბამება.
"ძნელი დასაჯერებელია, რომ გაეროს შეეძლო დაეწესებინა, იგივე ცენზურა, რასაც კრემლი რუსეთში აწესებს - გაეროს თანამშრომლებს შორის სიტყვა "ომსა" და "შეჭრის" აკრძალვით. მოვუწოდებ გაეროს, დაუყოვნებლივ უარყოს ცნობები, თუ ის მცდარია. გაეროს რეპუტაცია საფრთხეშია",-წერს კულება.
გაეროს პრესსპიკერი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, აღნიშნულს ადასტურებს ის, რომ სიტყვა "ომი" ორშაბათს გაეროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოიყენა. პოსტი პრესსპიკერის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
"სიმართლე არ არის, რომ პერსონალს დაევალა არ გამოიყენონ სიტყვები - "ომი" და "შეჭრა" სიტუაციის აღსაწერად",- წერს გაეროს პრესსპიკერი.