კრემლი საკუთარ მარიონეტებს ააქტიურებს | პუტინს უკრაინის ხელისუფლებაში იანუკოვიჩის დაბრუნება სურს

გამოქვეყნდა:

პუტინი საკუთარ მარიონეტებს ააქტიურებს. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, კრემლის პირდაპირი გავლენის ქვეშ მყოფი ვიქტორ იანუკოვიჩი სულ უფრო მეტად ერევა პროცესებში. პოლიტიკოსი, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ჩაშალა, უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას დანებებისკენ მოუწოდებს.

თავის გზავნილში იანუკოვიჩი, რომლის ქმედებებსაც 2014 წლის უმძიმესი დაპირისპირებები და დონბასში სამხედრო მოქმედებები მოყვა, ახლა მშვიდობაზე საუბრობს და უკრაინას ისევ რუსეთის გავლენის სივრცეში ხედავს და არა ევროპულ ოჯახში.

იანუკოვიჩი კრემლში პუტინის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად მოიაზრება. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებისთანავე, მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკრაინაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობა, ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობიდან ჩამოშორება და მარიონეტული მთავრობის დანიშვნაა. ამ მთავრობის სათავეში კი კრემლი სწორედ ვიქტორ იანუკოვიჩს მოიაზრებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი