"ამერიკელებმა მკაფიოდ თქვეს, რომ ისინი უკრაინელ ხალხს უჭერენ მხარს და ჩვენ არ დავაფინანსებთ პუტინის ომს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მოკავშირეებთან მთელ მსოლფიოში და განსაკუთრებით ევროპაში მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე. ჩვენ გვესმის, რომ ევროპელი მოკავშირეები არ არიან იმ პოზიციაში, რომ მხარი დაგვჭირონ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, აშშ იმაზე მეტ ნავთობს აწარმოებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ვიდრე ევროპული ქვეყნები ერთად. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვებს არა. ვმუშაობთ ევროპელებთან, რომ შევიმუშაოთ გრძელვადიანი სტრატეგია იმისთვის, რომ შემცირდეს მათი დამოკიდებულება რუსეთის ენერგიაზე. ჩვენ სრულიად ვბლოკავთ აშშ-ში რუსული ნავთობის შემოსვლას და შესაბამისად მისი ომის მანქანის დაფინანსებაში მონაწილეობის მიღებას".
- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.