საქართველოს გარდა, 37 ქვეყანა თანხმდება, რომ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში რუსეთსა და ბელარუსს მონაწილეობა აეკრძალება | სახდეპი

გამოქვეყნდა:

37 ქვეყანა თანხმდება, რომ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში რუსეთსა და ბელარუსს მონაწილეობა აეკრძალება, - განცხადება რამდენიმე წუთის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრეს ოფისმა გაავრცელა და მას ხელს სწორედ 37 სახელმწიფოს მთავრობის წარმომადგენლები აწერენ.

ცნობილი ხდება, რომ განცხადების ტექსტი შეთანხმებულია ხელმომწერი ქვეყნების სპორტის მინისტრების ან მათი ექვივალენტი თანამდებობის პირების მიერ. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ არის. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ:

 

  • რუსეთსა და ბელორუსს უნდა ჩამოერთვათ ნებისმიერი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მასპინძლობის, ჯილდოს მიღებისა თუ ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება;
  • რუსეთისა და ბელორუსის მიერ შერჩეულ ინდივიდუალურ სპორტსმენებს, ადმინისტრატორებსა და გუნდებს ეკრძალებათ მონაწილეობის მიღება  სხვა ქვეყნებში გასამართ შეჯიბრებებში, მათ შორის, ძირითად საფეხბურთო კლუბებში მონაწილეობის მიღებაც;
  • სადაც შესაძლებელია, შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული იმისთვის, რომ შეუზღუდოს სპონსორობა იმ წყაროებიდან და სუბიექტებიდან, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რუსეთისა და ბელორუსის მთავრობებთან.

სახელმწიფო მდივნის განცხადება სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი