
ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალ პიეტრო პაროლინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ კარდინალმა პაროლინიმ ლავროვს უკრაინაში აფეთქებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე უთხრა, რომ ადგილზე გარანტირებული უნდა იყოს ჰუმანიტარული დერეფნები.
საუბართან დაკავშირებით ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. მათი ცნობით, ლავროვმა მას რუსეთის "პრინციპული პოზიცია" განუმარტა უკრაინაში ჩატარებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზეზებისა და მიზნების შესახებ.