გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, 7 მარტის მონაცემებით, უკრაინაში რუსი ოკუპანტების თავდასხმებს 474 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 861 კი დაშავებულია.

მათივე ცნობით, დაღუპულებს შორის 17 ბავშვია, ხოლო დაშავებულებს შორის - 30.

HRC წერს, რომ სამოქალაქო მსხვერპლი უმეტესად მძიმე არტილერიითა და სარაკეტო სისტემებით დაბომბვამ გამოიწვია.

OHCHR მიიჩნევს, რომ რეალური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მაღალია, განსაკუთრებით უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, გადაიდო და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ ელოდება დადასტურებას.

ეს ეხება, მაგალითად, ქალაქ ვოლნოვახას, მარიუპოლს, იზიუმს, საიდანაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ცნობები. ეს მაჩვენებლები არ შედის ზემოთ მოცემულ სტატისტიკაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი