უკრაინის ქალაქ სუმში საჰაერო თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია. რუსეთმა საცხოვრებელი უბანი ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ღამით დაბომბა.

სუმის რეგიონის გუბერნატორი, დმიტრო ჟივიცკი მომხდარს "მასობრივ მკვლელობას" უწოდებს.

მისი თქმით, ერთ სახლში 9 ადამიანი დაიღუპა, 6 კორპუსი მთლიანად დაინგრა, 20-მდე კი ნაწილობრივ.

სუმიდან დაახლოებით 5 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, მას შემდეგ, რაც რუსეთი დათანხმდა დროებით შეწყვიტოს ცეცხლი. პროცესი დღეს დილითაც გაგრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი