ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობების მიხედვით, უკრაინის საჰაერო თავდაცვას "მნიშვნელოვანი წარმატება" აქვს რუსული საჰაერო ძალების წინააღმდეგ, რაც სავარაუდო, ხელს უშლის რუსეთს, კონტროლი დაამყაროს უკრაინის ცაზე.
"უკრაინის საჰაერო თავდაცვას, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს რუსეთის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების წინააღმდეგ, რაც, სავარაუდოდ, ხელს უშლის მათ ნებისმიერი ხარისხის საჰაერო კონტროლზე", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებაში.
ბრიტანეთის შეფასებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა ვერ მიაღწიეს რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას კიევის ჩრდილო-დასავლეთით ბრძოლებში.