თანამშრომლობა რუსულ Мир-თან - ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს 

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები, გადახდების სისტემების კომპანია "Мир"-თან არ თანამშრომლობენ. ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საგადასახდო სისტემების კომპანია "Мир"-ი თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით შესაძლოა არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.

რაც შეეხება ქართული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს, სებ-ის განცხადებით, აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას.

"საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცა" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ჯორჯიან ეარვეისმა" გადახდის სისტემებში რუსული Мир -ი დაამატა, ხოლო დეპუტატმა ინჯიამ გამოთქვა ინიციატივა, რომ ქვეყანაც შეუერთდეს Мир-ის სისტემას

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი