ევროკავშირი ემზადება, დამატებით 100-ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს მოგზაურობა აუკრძალოს და აქტივები გაუყინოს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, პაკეტი წევრ ქვეყნებს უკვე წარედგინათ და გადაწყვეტილება შესაძლოა, დღესვე მიიღონ.
ბორელის თქმით, სიაში 160 ადამიანია, მათ შორის ოლიგარქები და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრები.
სანქციები შეეხება ბელარუსის საბანკო სექტორსაც, საზღვაო ნავიგაციის ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთში და კრიპტოვალუტას.
ცნობისთვის, EU-მ რუსეთს დაუხურა საჰაერო სივრცე, რუსული ბანკები გაითიშა SWIFT-დან, გაიყინა ცენტრალური ბანკის აქტივები. დასანქცირდნენ რუსი ოლიგარქები, ოფიციალური პირები, მედიის წარმომადგენლები და სპორტსმენები.