უკრაინამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა ჩერნობილის ატომურ ელექტორსადგურზე ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით. IAEA-ს გენერალური დირექტორის თქმით, აღნიშნული არღვევს უსაფრთხოების ძირითად საყრდენს ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად.
სააგენტო Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის მას უსაფრთხოებაზე კრიტიკული გავლენა არ აქვს.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ თუ 48 საათში ელექტროენერგია არ აღდგება, გაითიშება გაგრილების სისტემა, რაც რადიაციის გაჟონვის საფრთხეს ქმნის.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს. მას შემდეგ მათ პერსონალი მძევლად ჰყავთ აყვანილი.