"უკრაინაში არქტიკული ქარი რუსულ მანქანებს 40 ტონიან საყინულეებად გადააქცევს", - ასე აფასებს ამერიკული გამოცემა The Times უკრაინაში რუსეთის მიერ გადასროლილ ძველ ტექნიკას, რომელთა ნაწილს ჯარისკაცები გაუმართაობის გამო ვერ იყენებენ.
"არქტიკული ქარი რუსეთსა და უკრაინაში, გაერთიანდება აღმოსავლეთის ქართან და უახლოეს დღეებში კიევსა და ჩრდილოეთ ქალაქ ხარკოვის გარშემო ღამით ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიკლებს. პროგნოზების თანახმად, თუ ქარის სიცივეს გავითვალისწინებთ, ტემპერატურა შეიძლება -20 გრადუსი იყოს.
ანალიტიკოსების თქმით, ამან შესაძლოა გაართულოს შეჭრა რუსებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩარჩენილია უკრაინის დედაქალაქის ჩრდილოეთით გაჩერებული მანქანების 40 მილის მანძილზე.
უკრაინელმა წყარომ Times-ს უთხრა: "ეს გავლენას მოახდენს მათზე ვინც დიდხანს რჩება კოლონებში, ეს ნიშნავს, რომ რუსული ჯარები, რომლებიც გზებზე რჩებიან, დაზარალდებიან",-ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი ბრიტანელ მაიორზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი სამხედროები ასეთი პირობებისთვის მზად არ არიან. ასევე ავტორის თანახმად, საწვავის ნებისმიერი დეფიციტი ნიშნავს, რომ ჯარისკაცები ვერ შეძლებენ თავიანთი ძრავების ამუშავებს სითბოს შესანარჩუნებლად.
"წარმოიდგინეთ, რომ მთელი ღამე 40-ტონიან რკინის საყინულეში ხართ",-თქვა ბრიტანელმა მაიორმა და აღნიშნა, რომ დაბალი ტემპერატურა ასევე იმოქმედებს მანქანის მუშაობაზე, თუ ჯარს არ ექნება შესაფერისი ზეთები და მასალები.