უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვას გამოეხმაურა. ზელენსკი NATO-ს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ რუსეთისთვის ცა დახუროს.
"მარიუპოლი. რუსული ჯარების პირდაპირი დარტყმა სამშობიაროზე. ხალხი, ბავშვები ნანგრევების ქვეშ არიან. სისასტიკე! როდემდე იქნება სამყარო თანამონაწილე ტერორის იგნორით? დახურეთ ცა ახლავე! შეაჩერეთ მკვლელობები! თქვენ გაქვთ ძალა, მაგრამ როგორც ჩანს, კარგავთ ადამიანობას",- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის შს მინისტრის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში სამშობიარო დაბომბეს. ამ დროისთვის მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.