პუტინის რეჟიმი საომარი მოქმედებების ზონაში სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის რაოდენობას ზრდის. გენ. შტაბის განკარგულებით, კიევის მისადგომებთან დამატებითი ტანჯები და ჯავშანმანქანები გადაისროლეს.
ომის მე-14 დღეს, რუსულმა არმიამ ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და ახლა კრემლი კიევზე მორიგი იერიშითვის ემზადება. რუსულმა არმიამ შეთანხმების მიუხედავად არაერთხელ დაარღვია ე.წ სიჩუმის რეჟიმი და იერიში მიიტანა ჰუმანიტარულ დერეფნებზე, რომლის საშუალებითაც დიდი ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
პარალელურად, ოფიციალური კიევი ვოლოდიმერ ზელენსკიზე დაგეგმილი არაერთი თავდასხმის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უკრაინამ პრეზიდენტზე კრემლის მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული 10-მდე თავდასხმა მოიგერია.
ავტორი: ზურა პეტროსიანი