"ჩემი შვილები ბავშვობის შესანიშნავ დროს არ უნდა კარგავდნენ მამის დარწმუნებაში, რომ ქვეყანა დატოვოს" - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ისინი [ოჯახის წევრები] ჩემით ამაყობენ. ამაყობენ, რომ უკრაინელები ვართ. მათ ესმით, რომ მე შემეძლო გაქცევა ან უსაფრთხოდ ყოფნა. მაგრამ მათ ესმით ჩემი და მხარს უჭერენ ჩემს გადაწყვეტილებებს. რადგან ეს გადაწყვეტილება ჩემი ქვეყნისთვისაა. მათ უნდათ, რომ კიევი ძლიერად იყოს. 

რა თქმა უნდა, ადამიანურად, ჩემზე ღელავენ, მაგრამ მათი გულები ყოველთვის ჩემთანაა.

ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და ახლა ამ მომენტში ვცხოვრობთ. მოგვიანებით ჩვენ გავიხსენებთ, როგორი რთული და ცუდი დრო იყო ჩვენს ქვეყანაში თითოეული ადამიანისთვის. მაგრამ, ჩვენ გავიხსენებთ მომენტებს, როდესაც რაღაც უფრო მეტად შევცვალეთ.

ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, რაც არ უნდა რთული იყოს. მე ამას ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის ვაკეთებ. მე არ მინდა, რომ ვიყო სუსტი.

[....]

ჩემი შვილები ამბობენ, რომ აქ [უკრაინაში] უნდა დავრჩე. მაგრამ ისინი ბავშვობის შესანიშნავ დროს, არ უნდა კარგავდნენ მამის დარწმუნებაში, რომ საკუთარი ქვეყანა დატოვოს".

- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BIld-თან ინტერვიუში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი