სუმის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ახტირკაში თავდასხმას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია 13 წლის ბიჭი და 2 ქალი. BBC ინფორმაციას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრო ჟივიცკიმ თქვა, რომ რუსებმა დაბომბვა შუაღამეს დაიწყეს, დაარტყეს საცხოვრებელ უბნებსა და გაზსადენს.