ხარკოვთან ახლოს, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია. ინფორმაციას BBC უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

დაშავებულია 5 წლის გოგონა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ სლობოჟანსკეში მოხდა.

მაშველები, სავარაუდოდ, დღეს ადგილზე სამძებრო სამუშაოებს გააგრძელებენ, რათა ნანგრევებიდან ცხედრები ამოიყვანონ. 

ღამით ხარკოვის ცენტრი სავაჭრო ცენტრიც დაიბომბა, თუმცა იქ მსხვერპლი არ ყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი