რუსეთი ევროპის საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთი ამბობს, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნები "ძირს უთხრიან" ევროპის საბჭოს, რომელიც ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის დაცვისთვისაა შექმნილი.
"რუსეთი არ აპირებს კოლექტიური დასავლეთის მიერ განხორციელებული ამ დამღუპველი ქმედებების მონაწილე იყოს, რომლებიც მიმართულია "კანონზე დაფუძნებული წესრიგის" დანერგვისკენ", - წერს რუსეთის საგარეო.