"შეგვიძლია თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ომში მყოფ ქვეყანასთან გავხსნათ? არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საუბრობს, რომელიც ვერსალში, ევროკავშირის ლიდერების სამიტს მასპინძლობს.
სამმა ქვეყანამ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ [წევრობასთან დაკავშირებით] ოფიციალური განაცხადი გააკეთა. რასაც დღეს განვიხილავთ, მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინასა და უკრაინელებს ძლიერი სიგნალი უნდა გავუგზავნოთ. თუმცა, შეგვიძლია თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ომში მყოფ ქვეყანასთან გავხსნათ? არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია. შეგვიძლია თუ არა კარი დავხუროთ და ვთქვათ არასდროს? ეს უსამართლო იქნება, - ამბობს მაკრონი.
მისივე თქმით, მომდევნო 48 საათის განმავლობაში, ის პუტინთან საუბარს კიდევ ერთხელ აპირებს.