ქმედება, რომელიც მედიის საქმიანობას ხელს უშლის, დემოკრატიასთან შეუსაბამოა - უკრაინის ელჩი

გამოქვეყნდა:

ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის მედიის საქმიანობას, დემოკრატიასთან შეუსაბამობაში მოდის, - ამის შესახებ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იგორ დოლგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დიპლომატი ამბობს, რომ გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით, ინფორმაცია მედიისგან მიიღო და ის საკითხთან დაკავშირებით დამატებით ცნობებს არ ფლობს. 

გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით არ ვფლობ, რაიმე დეტალებს, რომლის თქვენთვის გაზიარება შემეძლება. მეც მხოლოდ იმ ინფორმაციას ვფლობ, რომელიც მედიიდან შევიტყვე. თითოეულ ჩვენგანს, უკრაინელებსა და ქართველებს გვჯერა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების ერთადერთი გასაღები კი მედიის უფლებების დაცვაა. ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც შეიძლება, მედიის საქმიანობას ხელი შეუშალოს დემოკრატიასთან შეუსაბამობაში მოდის, - ამბობს იგორ დოლგოვი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბიკოვი დააკავა, რომელიც არსებული ინფორმაციით, საქართველოში გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მიზნით იმყოფებოდა. ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა რამზან კადიროვის დაკვეთილი იყო. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი